Accessibility links

logo-print

”ამნესტი ინტერნეშნლმა” გამოაქვეყნა 2011 წლის ანგარიში ადამიანის უფლებებზე


”ამნესტი ინტერნეშნლმა” მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ყურადღება გამახვილებულია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში თავისუფლებისა და სამართლიანობის მზარდ მოთხოვნაზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სოციალური მედიის განვითარება ადამიანის უფლებათ სფეროში ცვლილებების განხორციელების მეტ საშუალებას იძლევა. დოკუმენტში აღწერილია იმ ადამიანის უფლებადამცველების ისტორიები, ვისაც დაემუქრნენ, დააპატიმრეს, აწამეს ან მოკლეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავღანეთი, ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი და უზბეკეთი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათ დაცვის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა უკრაინაში, ბელორუსიასა და ყირგიზეთში, აგრეთვე ერაყსა და რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში. ”ამნესტი ინტერნეშნლის” ანგარიში 157 ქვეყანას მოიცავს.
XS
SM
MD
LG