Accessibility links

logo-print

სირიაში მორიგი „რისხვის პარასკევი“ იგეგმება


სირიის ოპოზიცია ემზადებიან „რისხვის დღის“ აღსანიშნავად, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ არის მიმართული. გავრცელებული ინფორმაციით სირიის ქალაქის ქუჩებში მობილიზებულია ტანკები და შეიარაღებული ჯარისკაცები. მიუხედავად სასტიკი რეპრესიებისა, რასაც სირიის მასშტაბით 750 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, - სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ აპირებენ უკანდახევას. გავრცელებული ინფორმაციით, ტანკებმა მჭიდრო ალყა შემოარტყეს ქალაქ ჰამას ცენტრი, სადაც ბაშარ ასადის მამამ, ყოფილმა პრეზიდენტმა ჰაფეზ ალ ასადმა, სასტიკი ძალით ჩაახშო ისლამისტური ამბოხება 1982 წელს. დახოცა ათასობით დემონსტრანტი. 40 წლის წინანდელი რეპრესიების პასუხად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა სანქციები დააწესეს სირიის პრეზიდენტისა და მრავალი ოფიციალური პირის მიმართა.
XS
SM
MD
LG