Accessibility links

რუსეთი სირიასა და ლიბიის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოებას უპირისპირდება


რუსეთი არ აპირებს შეუერთდეს ლიბიის საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომელმაც ჯგუფს „არალეგიტიმური“ უწოდა.
ლიბიის საკითხების საკონტაქტო ჯგუფში შედიან ნატოს ქვეყნები- დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და ამერიკის შეერთებული შტატები. ასევე ყატარი, არაბული ქვეყნების ლიგა და აფრიკის კავშირი. ჯგუფის მიზანია მოახდინოს საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაცია ლიბიაში სამთავრობო ჯარებისა და მემაბოხეთა შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ დაუშვებლად მიაჩნია გარედან ჩარევა სირიის საქმეებში. ლავროვმა აღნიშნული განცხადება ალმა-ატაში გააკეთა, სადაც შანხაის თანაშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG