Accessibility links

logo-print

კეთრინ ეშტონი ბოსნიაში ჩავიდა


ბოსნიაში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი. ბოსნიაში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ოქტომბრის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 7 თვეა ვერ ახერხებს მთავრობის ფორმირებას. ბოსნიელი სერბებით დასახლებულ ბანია ლუკაში, ეშტონი გეგმავს შეხვედრას ბოსნილე სერბთა პრეზიდენტ მილორად დოდიკთან. შემდეგ კი სარაევოში ერთიანი ბოსნიის მმართველ საბჭოს და წამყვან პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდება. ბოსნია სერიუზული დესტაბილიზაციის წინაშეა, არაქმედითუნარიანი მთავრობის, ეკონომიკური კრიზისისა და სრბსკას რესპუბლიკის წინააღმდეგობის გამო.
XS
SM
MD
LG