Accessibility links

logo-print

სერბეთი გაეროს სთხოვს სხეულის ორგანოთა ტრეფიკინგის გამოძიებას


სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვუკ იერემიჩი მოუწოდებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რათა უხელმძრვანელოს იმ განცხადებების გამოძიებას, რომელთა თანახმად კოსოვოელი მეამბოხეები 1999 წლის ომის დროს სერბი ტყვეების სხეული ორგანოებით ვაჭრობდნენ. ამი შესახებ იერემიჩმა გუშინ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზეგანაცხადა. ევროპის საბჭოს მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებული ანგარიში ამ ბრალდებებთან დააკაშვირებულია ჰაშიმ ტაჩი, კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ყოფილი ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ბრალდებების შემოწმებას უკვე შეუდგა ევროკავშირის მისია კოსოვოში, რომელსაც ქვეყნის მთავრობაც უჭერს მხარს. თუმცა სერბია მოითხოვს, რომ უმჯობესი იქნება, თუ გამოძიებას გაერო უხელმძღვანელებს. სერბეთის მოთხოვნას მხარს უჭერს მისი ტრადიციული მოკავშირე, რუსეთი.
XS
SM
MD
LG