Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ვერ ადასტურებს ლიბიაში სამოქალაქო პირების დახოცვას


ნატომ განაცხადა, რომ ვერ დაადასტურებს მისი ავიაციის მიერ ლიბიის აღმოსავლეთში, სანავთობო ქალაქ ბრეგაში, სამოქალაქო პირების დახოცვას. ალიანსმა იქვე სინანული გამოთქვა „ყველა უდანაშაულო ადამიანის დაღუპვის გამო“, როცა უნდა ხდებოდეს ეს. ბრიუსელში გამოქვეყნებულ განცხადებში ნათქვამია, რომ შენობა, რომელსაც მან დარტყმა მიაყენა პარასკევს, აშკარად იყო ამოცნობილი, როგორც „სამეთაურო და საკონტროლო ცენტრი“. ლიბიის მთავრობამ ნატოს ბრალად დასდო დღეს მოკვლა 11 მაჰმადიანი სასულიერო პირისა, რომლებიც სხვებთან ერთად შეკრებილი იყვნენ სალოცავად ამ შენობაში. ლიბიის ლიდერმა, მუამარ კადაფიმ განაცხადა, რომ ადგილს, სადაც ის იმყოფება, ნატოს ბომბები „ვერ მიწვდება“. სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ აუდიო მიმართვაში, კადაფიმ, ტრიპოლიში მის საცხოვრებელზე თავდასხმა დაგმო , როგორც „მშიშრული“.
XS
SM
MD
LG