Accessibility links

logo-print

აშშ აღშფოთებულია სირიაში ძალადობის გამო


აშშ-მა გამოახატა თავისი „აღშფოთება“ სირიაში საპროტესტო გამოსვლები ჩახშობის გამო და განაცხადა, რომ დამასკოსთვის შანსები, უპასუხოს თავისი ხალხის კანონიერ, დემოკრატიულ მოთხოვნებს, მცირდება. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგნელმა, მარკ ტონერმა გააკეთა. პარასკევს სირიის ქალაქებში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიმართ საპროტესტო გამოსვლების გამო არმიამ დანათავსა ჯარისკაცები, რომლებსაც ტანკები უმაგრებენ ზურგს. პარასკევის ლოცვის შემდეგ გამართული დემონსტრაციების დროს, სულ მცირე, სამი ადამიანი იქნა მოკლული ქალაქ თალ კალაჰში, არიან დაჭრილები.
XS
SM
MD
LG