Accessibility links

logo-print

ირანში გადაიდო დამნაშავის დაბრმავების განაჩენის აღსრულება


ირანში გადაიდო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულება, დაებრმავებინათ ბრალდებული, რომელიც ეფუძნება პრინციპს, „თვალი თვალის წილ“. მაჯიდ მოვაჰენის ორივე თვალის დაბრმავება მიესაჯა იმის გამო, რომ მჟავა შეასხა სახეში და დააბრმავა თავისი თანაკურსელი გოგონა, ამენე ბაჰრამი, რომელმაც რამდენჯერმე უარი უთხრა ცოლობაზე. ბრალდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი საავადმყოფოში უნდა აღსრულებულიყო, ექიმის თანდასწრებით, იმავე ფორმით. მსხვერპლი, რომელმაც მოითხოვა ასეთი განაჩენი, საგანგებოდ ჩავიდა ესპანეთიდან თეირანში იმის მოლოდინში, რომ განაჩენი აღსრულდებოდა. მანვე გამოთქვა სურვილი, რომ თვითონ მოიყვანდა დაბრმავების სასჯელს სისრულეში.
XS
SM
MD
LG