Accessibility links

logo-print

მინსკში სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა


ბელორუსიის სასამართლომ დღეს განაჩენი გამოუტანა ოპოზიციის ლიდერს, ანდრეი სანიკოვს. მას ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისთვის. გამოსვლები სადავო საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა ბელორუსიაში. ანდრეი სანიკოვი პრეზიდენტ ლუკაშენკას მეტოქე იყო. პროკურატურამ სასამართლოს განუცხადა, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ სანიკოვი ხალხს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს. 2010 წლის 19 დეკემბრის არჩევნების შემდეგ ათასობით ადამიანი გავიდა მინსკის ქუჩებში, რათა უკმაყოფილება გამოეთქვა არჩევნების შედეგების მიმართ, რომლებიც ოპოზიციის თანახმად, გაყალბებული იყო. ამ გამოსვლების შემდეგ მინსკში ათეულობით ადამიანი დააპატიმრეს და გაასამართლეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა, დაგმო სანიკოვისთვის გამოტანილი განაჩენი და პროცესს აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, ეშტონის წარმომადგენელმა თქვა, რომ განაჩენი სრულიად მიუღებელია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდო ვესტერველემ იგივე თქვა და დასძინა, რომ ლუკაშენკას პოლიტიკური ნება აღსრულდა.
სანიკოვის დაცვა განაჩენს გაასაჩივრებს.
XS
SM
MD
LG