Accessibility links

logo-print

თალიბანისთვის დახმარების ბრალდებით აშშ-ში ექვსი პირი დააკავეს


აშშ-ის სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს პაკისტანური წარმოშობის სამი ამერიკელი და მათ, სხვა სამ პირთან ერთად ბრალად წაუყენეს პაკისტანის თალიბანისთვის დახმარება. იუსტიციის უწყების თანახმად, ექვსივე დაკავებულს ბრალად ედება სხვადასხვა სახის დანაშაულის მომზადებაში და მათ განხორციელებაში მხარდაჭერა უცხოეთის ტერორისტული ორგანიზაციისთვის, კერძოდ პაკისტანის თალიბანისთვის. ეს ჯგუფი აშშ-ის მიერ ტერორისტულად არის შეფასებული. სამი ამერიკელი დაკავებულიდან, ორი ფლორიდელი იმამია. სამი პირი პაკისტანში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG