Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატორი კერი ავღანეთში ჩავიდა


ავღანეთში ჩავიდა აშშ-ის სენატორი ჯონ კერი. უსაფრთხოების მოსაზრებებით, აშშ-ის საელჩო კერის ვიზიტის დეტალებს არ ავრცელებს. კერი სენატის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარეა. ის ავღანეთიდან პაკისტანში გაემგზავრება. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს კერის პაკისტანში მგზავრობას, რათა შერბილდეს დაძაბულობა, რომელიც მოჰყვა პაკიტანში ალ ყაიდის ლიდერის ბინ ლადენის მოკვლას აშშ-ის სპეცრაზმის მიერ. ეს ამერიკელი ამ რანგის პოლიტიკოსის პირველი ვიზიტი იქნება ბინ ლადენის წინააღმდეგ განხორცილებული ოპერაციის შემდეგ.
XS
SM
MD
LG