Accessibility links

თურქეთის არმიამ 12 ერაყელი ქურთი მეამბოხე დახოცა


თურქეთის ცნობით, მისმა არმიამ დახოცა 12 ქურთი მეამბოხე მას მერე, რაც მათ ერაყიდან თურქეთის საზღვარი გადაკვეთეს. არმიის განცხადებით, ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეები დახოცეს სირნიაქის პროვინციაში. პარტიამ თებერვალში დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შიშობდნენ, რომ ივნისის არჩევნების წინ ძალადობა მოიმატებდა. ქურთ სეპარატისტებთან კონფლიქტს თურქეთში, 27 წლის მანძილზე 40 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG