Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს დომინიკ სტროს-კანი


ნიუ იორკის პროკურატურამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს, დომინიკ სტროს-კანს გაუპატიურების მცდელობაში ბრალდება წაუყენა. სტროს-კანი ნიუ იორკის აეროპორტში დააპატიმრეს, როცა ის პარიზისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჯდებოდა. 62 წლის სტროს-კანს, რომელიც სავარაუდოდ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილებას, ბრალი დასდეს სასტუმროს დამლაგებელი, 32 წლის ქალის საჩივრის საფუძველზე. ბრალდებული ცხოვრობდა მანჰეტენის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ერთ ღამეში 3 ათას დოლარს იხდიდა. გავრცელდა ცნობა, რომ სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს, დიპლომატიური იმუნიტეტი არ აქვს. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ სტროს-კანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის პარიზში მიემგზავრებოდა, რათა შეხვედროდა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და შემდეგ კი, ბრიუსელში მონაწილეობა მიეღო ევროპის კავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, რათა პორტუგალიის და საბერძნეთისთვის დახმარების სახით, კრედიტების გამოყოფის თემაზე ემსჯელად. სავალუტო ფონდმა გამოაცხადა, რომ ორგანიზაცია სრულად ფუნქციონირებს დაპატიმრების მიუხედავად.
XS
SM
MD
LG