Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვებას ზეიმობს


აზერბაიჯანის მოქალაქეები ევროვიზიის სიმღერის 56-ე კონკრუსში ამ ქვეყნის წარმომადგენლების გამარჯვებას ზეიმობენ. ათასობით ბაქოელი აღნიშნავდა ამ ქვეყნის მუსიკოსების პირველ გამარჯვებას ისტორიაში. ევროვიზიის სიმღერის კონკრუსი მოიგო ელდარ გასიმოვის, ელის, და და ნიგიარ ჯამალის, ნიკის, დუეტმა. მათ 221 ქულა მოიპოვეს. მეორე ადგილი წილად ხვდა იტალიელ რაფაელ გუალაცის, ხოლო შვედეთის წარმომადგენელი ერიკ საადი - 185 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. 2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა ,,ელდრაინმა” მეცხრე ადგილი დაიკავა - 110 ქულით. 2012 წლის კონკურსს აზერბაიჯანი უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG