Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი ბელორუსიას აკრიტიკებს სანიკოვის განაჩენის გამო


ბელორუსიის ხელისუფლება დღეს საერთაშორისო კრიტიკის სამიზნე გახდა მას მერე, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ყოფილ საპრეზიდენტო კარდიდატს, ენდრეი სანიკოვს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა მინსკის სასამართლომ. სანიკოვს ბრალად დასდეს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი დემონსტრაციების მოწყობაში შარშან, დეკემბერში. დასავლეთმა დაგმო განაჩენი და ის "პოლიტიკურად მოტივირებულად" შეაფასა. აშშ-მა სანიკოვი და სხვა ოპოზიციონერები, რომლებიც საპატიმროში იმყოფებიან, "პოლიტიკურ პატიმრებად" შეაფასა.
XS
SM
MD
LG