Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოლანის მაღლობებზე შეტაკება მოხდა


ისრაელსა და სირიას შორის სადავო ტერიტორიაზე, გოლანის მაღლობებზე შეტაკების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიხოცა და ათეულობით დაშავდა. ისრაელის რადიოს ცნობით, პალესტინელი ლტოლვილები შეიჭრენ ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელმა დაიკავა 1967 წელს. ისრაელის არმიას კომენტარი არ გაუკეთებია. დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ ღაზის სექტორში ისრაელის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა პალესტინელ დემონსტრანტებს, რომლებიც ლიბანთან ისრაელის საზღვარს მიუახლოვდნენ. პალესტინელთა ტერიტორიებზე ღაზასა და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 15 მაისს იმართება საპროტესტო გამოსვლები ისრაელის სახელმწიფოს დაარსების 63 წელთან დაკავშირებით. პალესტინელები ამ დღეს "კატასტროფის" დღეს უწოდებენ, რადგან ისრაელის მიერ საკუთარი სახელმწიფოს გამოცხადების შემდეგ, ასეულათასობით პალესტინელი ლტოლვილად იქცა.
XS
SM
MD
LG