Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დღეს აშშ-ის სენატორი ჩადის


პაკისტანს სტუმრობს დღეს აშშ-ის სენატორი, ჯონ კერი. ის პირველი ამ რანგის ოფიციალური პირი იქნება, რომელიც ამ ქვეყანაში ჩადის იქ ალ ყაიდის ლიდერის, ბინ ლადენის მიმართ აშშ-ის არმიის მიერ განხორცილებული ოპერაციის შემდეგ. ცნობით, კერი, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, შეხვდება პაკისტანის პრეზიდენტს ზარდარის, პრემიერ გილანის და სხვა ლიდერებს. ვიზიტი ტარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაცივების პერიოდში, რაც აშშ-ის მიერ მოწყობილმა ცალმხრივმა სამხედრო ოპერაციამ მოიტანა. კერის ვიზიტის მიზანია ამ თვეში, სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის სტუმრობის მომზადებაც რეგიონში.
XS
SM
MD
LG