Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა ლიბანში გაქცევის მსურველებს


სირის არმიამ სულ მცირე შვიდი ადამიანი დახოცა ქალაქ ტელ ქალახში, სადაც პროდემოკრატიულ გამოსვლა გაიმართა. ქალაქი ლიბანის საზღართან მდებარეობს. ადრე იუწყებოდენენ, რომ ერთი ქალი მოკლეს და ხუთი დაჭრეს, როცა სირიის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა მოქალაქეებს, რომლებიც სირიიდან სამთავრობო ჯარის მხრიდან ძალადობას გაურბოდნენ ლიბანში. ლიბანის უშიშროების ძალების წარმომადგენლის თანახმად, სირიის არმიამ ცეცხლი გახსნა სირიისა და ლიბანის საზღვართან, ქალაქ ვადი ხალედის მახლობლად. დაჭრილებს შორის არის ლიბანელი ჯარისკაცი. ათასობით ადამიანი გარბის სირიიდან ლიბანში მას მერე, რაც მთავრობა ცდილობს ჩაახშოს ანტისამთავრობო გამოსვლები. უფლებადამცავების თანახმად, ბოლო კვირებში სირიაში არმიის მიერ დახოცილი იქნა 775 ადამიანი.
XS
SM
MD
LG