Accessibility links

logo-print

იტალიაში ორდღიანი ადგილობრივი არჩევნები იმართება


კვირას იტალიაში ადგილობრივი არჩევნები დაიწყო. ხმის უფლების მქონე 13 მილიონი ადამიანი კენჭს უყრის პოლიტიკოსებს 1300 თემში, მათ შორის დიდ ქალაქებში, მილანში, ტურინში, ბოლონიასა და ნეაპოლში. კენჭისყრა ორშაბათსაც გაგრძელდება.
არჩევნები პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის პოპულარობის გამოცდა იქნება. ბოლო თვეებში მკვეთრად დაეცა მისი პოპულარობა. მის მიმართ საქმეა აღძრული არასრულწლოვან მეძავთან საქმის დაჭერის გამო. ბერლუკონის მანდატს ვადა 2013 წელს გასდის.
XS
SM
MD
LG