Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი სესიაშვილი


ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლების” ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი
ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლების” ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი
16 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი სესიაშვილი, ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლების” ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის ინიციატივაზე ჯარში გაწვევის ასაკის ქვედა ზღვრის 18-დან 20 წლამდე გაზრდის შესახებ. სესიაშვილი თვლის, რომ ეს ცვლილება არ შექმნის წვევამდელთა დეფიციტს და ამასთან უმაღლესი განათლების უფლებას შეუნარჩუნებს სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს. საკანონმდებლო ცვლილების ინიცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი არის ისიც, რომ ავტორის აზრით, 18 წლის ახალგაზრდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად არ არის მომწიფებული ჯარში სამსახურისთვის. დღეს საკანონმდებლო ინიციატივას ”ქრისტიან-დემოკრატები” პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ.



  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG