Accessibility links

logo-print

სტროს-კანი სამედიცინო შემოწმებას გაივლის


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი დომინიკ სტროს-კანი, რომელიც ნიუ-იორკში დააკავეს გაუპატიურებასთან დაკავშირებული ბრალდებით, დათანხმდა გაევლო სამედიცინო შემოწმება. სასამართლო სხდომა, რომელზეც სტროს-კანს ოფიციალურად უნდა წაუყენონ ბრალდება, გადაიდო. სტროს-კანი განიხილებოდა, როგორც საფრანგეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი. მისი ადვოკატების განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა.
XS
SM
MD
LG