Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატორი ჯონ კერი პაკისტანის ხელისუფლებასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს


პაკისტანში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორი ჯონ კერი დღეს პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის და პრემიერ-მინისტრ იუსუფ რეზა გილანის შეხვდება. კერის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ისა და პაკისტანის ურთიერთობა კრიტიკულ მომენტს განიცდის. ჯონ კერი, რომელიც სენატის საგარეო საქმეთა კომისიის ხელმძღვანელი გახლავთ, მზადაა მოუსმინოს პაკისტანის ხელისუფლებას, მაგრამ მოლაპარაკებები მძიმე იქნება. ის, რომ ოსამა ბინ-ლადენი პაკისტანის დედაქალაქთან ასე ახლოს ცხოვრობდა, ახსნას საჭიროებსო, - თქვა მან.
XS
SM
MD
LG