Accessibility links

თბილისს წყალი შეფერხებებით მიეწოდება


თბილისის რამდენიმე რაიონს წყალი შეფერხებებით ან დაბალი წნევით მიეწოდება, შემაღლებულ უბნებს კი წყლის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, რომ გადაუღებელმა წვიმებმა და მდინარე არაგვის ადიდებამ პრობლემები შეუქმნა კომპანიის სათავო ნაგებობას. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არაგვის ხეობაში ვითარება გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან გართულდა, რამაც თბილისის წყალმომარაგების სისტემაში ფორს-მაჟორული სიტუაცია გამოიწვია და წყლის მიწოდების რეჟიმების მკვეთრად დარღვევის მიზეზი გახდა. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აცხადებს, რომ პრობლემის გადასაჭრელად ყველა შესაძლო რესურსს იყენებს და მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის დედაქალაქის რაიონების მიხედვით წყლის მიწოდების რეჟიმების რეგულირებას ახორციელებს.
XS
SM
MD
LG