Accessibility links

logo-print

”ფუკუსიმის” გარშემო ევაკუაციის ზონა გაზარდეს


საევაკუაციო ზონა

საევაკუაციო ზონა

იაპონიის ხელისუფლებამ გააფართოვა ევაკუაციის ზონა 11 მარტის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზიანებული ატომური ელექტროსადგურის, ”ფუკუსიმა-დაიიჩის” გარშემო. დღეს საევაკუაციო ცენტრებმა გამოიყვანეს მოსახლეობა იიტატესა და კავამატის დასახლებებიდან, რომლებიც ატომური ელექტროსადგურიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სულ ევაკუირებულია 5 000-მდე ადამიანი. უახლოეს დღეებში ევაკუაციის პროცესი გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG