Accessibility links

logo-print

ლიბიის ლიდერებზე დაპატიმრების ორდერი მზადდება


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი აპირებს მიმართოს სასამართლოს, რათა გასცეს ორდერი ლიბიის იმ სამ ლიდერზე, რომლებიც, პროკურორის თქმით, დამნაშავეები არიან სამოქალაქო პირების დახოცვასა და რეპრესიებში. ლუის მორენო-ოკამპო აცხადებს, რომ სათანადო ნივთმტკიცებას წარუდგენს სამი მოსამართლისაგან შემდგარ კოლეგიას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, გასცეს თუ არა დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. დიპლომატები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილთა შორის თავად მუამარ კადაფიც იქნება.
XS
SM
MD
LG