Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში საუდის არაბეთის დიპლომატი მოკლეს


შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საუდის არაბეთის დიპლომატი დაიღუპა დღეს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მოტოციკლებზე მყოფმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს საკონსულოს მანქანას. საუდის არაბეთის ელჩმა პაკისტანში აბდულ აზიზ ალ გჰადერმა თავი შეიკავა დაესახელებინა თავდასხმაზე პასუხისმგებლები. შემთხვევამდე ერთი დღით ადრე დაუდგენელმა მოიერიშეებმა ორი ხელყუმბარა ესროლეს საუდის არაბეთის საკონსულოს. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა. ტერორისტულ დაჯგუფება თალიბანი მკაცრად დაუპირისპირდა საუდის არაბეთის მთავრობას და პირობა დადო, რომ შურს იძიებს ოსამა ბინ ლადენის მოკვლისათვის.
XS
SM
MD
LG