Accessibility links

ბელორუს ჟურნალისტს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ბელორუსიის სასამართლომ დღეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჟურნალისტ ირინა ხალიპს, რომელიც საპყრობილეში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ანდრეი სანნიკოვის მეუღლეა. რუსულ გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი ირინა ხალიპი სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია 19 დეკემბერს გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო. თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებით განაჩენი ძალაში შევა არა დაუყოვნებლივ, არამედ ორი წლის შემდეგ. შაბათს მინსკის სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ანდრეი სანნიკოვს ანტისამთავრობო საპროტესტო დემონსტრაციის ორგანიზების ბრალდებით.
XS
SM
MD
LG