Accessibility links

logo-print

აშშ-ში ტერორისტების დამფინანსებლები დააპატიმრეს


ამერიკის შეერთებულ შტატებში სამი პაკისტანელი კაცი დააპატიმრეს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან პაკისტანში მოქმედი თალიბანისათვის ფინანსური დახმარების ორგანიზებაში. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილები - მოხუცი მამა და მისი ორი შვილი, წარმოშობით სვატის პროვინციიდან არიან. 76 წლის ჰაფიზ შერ ალი ხანი და მისი ორი ვაჟიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქლაქეები, ფლორიდასა და კალიფორნიაში შაბათს დააპატიმრეს. მათ ბრალი ედებათ პაკისტანში მოქმედი თალიბანისათვის 50 000 დოლარის შეგროვებაში. ანალოგიური ბრალდება წაუყენეს ხანის ქალიშვილსა და კიდევ ორ პიროვნებას, რომლებიც პაკისტანში ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG