Accessibility links

logo-print

12 პალესტინელი დემონსტრანტი დაიღუპა შეტაკებებში


ბოლო მონაცემებით 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა ისრაელის მოსაზღვრე პალესტინის, სირიისა და ლიბანის საზღვრის მონაკვეთებზე მომხდარ შეტაკებებში. ისრაელის ინფორმაციით, ერთ-ერთი ინციდენტის დროს, ათასობით პალესტინის მხარდამჭერი სირიელი შევიდა გოლანის ზეგანზე. კვირას იორდანიის პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რათა დაეშალა პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო დემონსტრაცია. პალესტინელები კვირას აღნიშნავდნენ „ნაკბას“, რაც ნიშნავს „კატასტროფას“, - ასე ახასიათებენ პაკისტანელები 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნას, რასაც ასიათასობით პალესტინელის იძულებით გადაადგილება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG