Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია გამოეხმაურა სოზარ სუბარის განცხადებას


ქართული პარტიის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებას იმის შესახებ, რომ შარშან, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრისას ირაკლი ალასანიამ და სერგეი ლავროვმა დაფინანსების საკითხი განიხილეს, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გამოეხმაურა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ის წარმოადგენდა საქართველოს და არა ოპოზიციას, ლავროვთან საუბარი კი, არათუ დაფინანსებაზე, ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზეც კი არ ყოფილა. თავისუფალი დემოკრატების ლიდერის თქმით, საუბრის თემა იყო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანა და ის, რომ რუსეთს აუცილებლად მოუწევს ვალდებულების შესრულება და საქართველოდან შეიარაღებული ძალების გაყვანა. ალასანიამ ასევე უარყო, რომ ლავროვთან მის შეხვედრას წინ რაიმე მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა.
XS
SM
MD
LG