Accessibility links

აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა ქართულმა პარტიამ


ქართულმა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართა თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან. აქციაზე გამოსვლისას პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები და არა სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა და გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. ქართული პარტიის ლიდერებმა აშშ-ის საელჩოს გადასცეს მიმართვა პრეზიდენტ ბარაკ ობამასადმი, რომელსაც მოუწოდებენ, შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა და მხარი საქართველოს დაუჭიროს. მიმართვაში ნათქვამია, რომ მოწოდებას განაპირობებს აშშ-ისადმი დიდი პატივისცემა და იმის გაცნობიერება, რომ ის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.
XS
SM
MD
LG