Accessibility links

logo-print

„ქართული პარტიის“ ლიდერებმა წერილობითი მიმართვა გაუგზავნეს ობამას


“შეწყდეს ავტოკრატიის მხარდაჭერა და მხარი დაუჭირეთ საქართველოში დემოკრატიას”, - ეს იყო „ქართული პარტრიის“ მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ გამართული აქციის ძირითადი მოთხოვნები. საპროტესტო აქციის დასასრულს პარტიის ლიდერებმა საელჩოს ბარაქ ობამასადმი წერილობითი მიმართვა გადასცეს, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური გუნდი ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოს ხელისუფლების ნაცვლად, ქართველი ხალხის მხარდამჭერისკენ მოუწოდებს. “მიუხედავად იმედგაცრუებისა და სიძნელეებისა, მაქვს ოცნება და ეს არის ყველას საერთო ოცნება, რომ დადგეს დღე, როცა ქვეყანაში კეთილდღებოა იქნება ყველასთვის. როცა ყველას ექნება განცდა, რომ არის თანაბარუფლებიანი, ცხოვრობს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში და შრომობს ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის”, - განაცხადა აქციაზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა სოფიო ხორგუანმა.
XS
SM
MD
LG