Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი 78 მილიარდი ევროთი დაეხმარება პორტუგალიას


ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 78 მილიარდი ევროს კრედიტებს გამოუყოფენ პორტუგალიას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ევროზონაში შემავალი ქვეყნების საერთო ვალუტის, ევროს გამყარებას. ბრიუსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მინისტრები აღნიშნავენ, რომ დახმარების პაკეტის ერთ მესამედს ევროზონის ქვეყნები დააფინანსებენ, მეორე მესამედი ევროკავშირის ბიუჯეტით გათვალისწინებული ფონდიდან გამოიყოფა, ხოლო მესამე მესამედს - კრედიტის სახით გაიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, პორტუგალია, სადაც 5 ივნისს არჩევნები იმართება, ვალდებულია, შეამციროს ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქციის 9,1 პროცენტიდან, რაც 2010 წელს დაფიქსირდა, 3 პროცენტამდე 2013 წლისთვის.
XS
SM
MD
LG