Accessibility links

logo-print

პაკისტანში ცხრა ექსტრემისტი მოკლეს


პაკისტანის უშიშროების სამსახურის ადგილობრივი ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, ცხრა ექსტრემისტი დაიღუპა სარაკეტო იერიშებისას, რომლებიც ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავებმა განახორციელეს. ამ წყაროს ცნობით, პირველი სარაკეტო იერიში მიმართული იყო შენობის წინააღმდეგ ავღანეთთან საზღვრის მახლობლად, ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში მდებარე ქალაქ მირ ალიში. დაიღუპა, სულ ცოტა, ექვსი ექსტრემისტი. მოგვიანებით კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა მოეწყო, ამჯერად ავტომაქანაზე, რომლითაც ექსტრემისტები გაქცევას ცდილობდნენ. მოკლეს სამი ადამიანი.
XS
SM
MD
LG