Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საგანგებო სხდომას მართავს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი კომიტეტი ვაშინგტონში გამართავს არაოფიციალურ საგანგებო სხდომას, რათა იმსჯელოს ვითარებაზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის, დომინიკ სტროს-კანის დაკავების შემდეგ შეიქმნა. მანამდე სასამართლომ ნიუ-იორკში უარი თქვა სტროს-კანის თავდებით გათავისუფლებაზე, სანამ გამოძიება მიმდინარეობს. ბრალდების მხარის განმარტებით, არსებობს საფრთხე, რომ საფრანგეთის მოქალაქე დომინიკ სტროს-კანი საფრანგეთში გაემგზავრება, შეერთებულ შტატებს კი ამ ქვეყანასთან არა აქვს ექსტრადიციის შესახებ ისეთი ხელშეკრულება, რომელიც სტროს-კანის დაბრუნებას უზრუნველჰყოფდა. სტროს-კანი შაბათს დააკავეს ნიუ-იორკის აეროპორტში, თვითიმფრინავში, რომლითაც ის საფრანგეთში უნდა გაფრენილიყო.
XS
SM
MD
LG