Accessibility links

ავღანეთში აფეთქებამ ოთხი უცხოელი ჯარისკაცი შეიწირა


ნატოს განცხადებით, მისი ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთ ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. მრავალეროვანი ძალები არაფერს იუწყებიან ამ ინციდენტის სხვა დეტალებზე. ნატო, როგორც წესი, მაშინვე კი არ ამხელს ხოლმე ავღანეთში დაღუპული უცხოელი სამხედროების ეროვნების შესახებ ინფორმაციას, არამედ ჯერ ელოდება კონკრეტული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტის დადასტურებას და მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
XS
SM
MD
LG