Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუბარაქის მეუღლე ქონებას აბრუნებს


ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის - ჰოსნი მუბარაქის მეუღლე იძლევა დაპირებას, რომ სახელმწიფოს ქონებას დაუბრუნებს, რაც მის მიმართ კორუფციის ბრალდების გაბათილებისკენ არის მიმართული. მუბარაქსა და მის მეუღლეს ბრალად ედებათ მილიარდობით დოლარის მითვისევა მუბარაქის 30-წლიანი მმართველობის პერიოდში. ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება აგრეთვე ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების მკვლელობა. 83 წლის მუბარაქი და მისი 70 წლის მეუღლე დაპატიმრებული არიან და შარმ ელ-შეიხის საავადმყოფოში იმყოფებიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუბარაქის მეუღლე სახელმწიფოსთვის 3 მილიონი დოლარისა და კაიროს გარეუბანში არსებული ვილის დაბრუნებას აპირებს. ეგვიპტის კანონმდებლობით, მას, ვისაც უკანონო შემოსავლების მიღებაში ედება ბრალი, სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოგვარება ქონების დაბრუნებით შეუძლია.
XS
SM
MD
LG