Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სოფლის მხარდაჭერის პროგრამები - 2011


ახალსოფელი, გორი
ახალსოფელი, გორი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სოფლის პირველი რიგის პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. საქართველოს სოფლების უმრავლესობაში ამ პრობლემებში ძირითადად მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა და სოფლის გზების დაგება და შეკეთება იგულისხმება. არსებობის ორი წლის განმავლობაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს ექსპერტები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ არამიზნობრივად გახარჯული თანხების გამო. ცალკეულ შემთხვევაში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო უკმაყოფილებას ვერც მოსახლეობა მალავს. მოსახლეობის ამ საყვედურებს მოისმენთ ჩვენს ”რეგიონულ მაცნეშიც”, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მესამე ეტაპის დაწყებას შეეხება. მოისმინეთ სიუჟეტები გორიდან, ლაგოდეხიდან, ახალციხიდან და თერჯოლიდან.
XS
SM
MD
LG