Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ გადადო ხოდორკოვსკის საკასაციო საჩივრის განხილვა


მოსკოვში სასამართლომ 24 მაისამდე გადადო კომპანია „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მიხაილ ხოდორკოვსკისა და მისი ბიზნესპარტნიორის, პლატონ ლებედევის საკასაციო საჩივრების განხილვა. ხოდორკოვსკის და ლებედევს 2005 წელს პატიმრობა მიუსაჯეს თაღლითობაში და გადასახადებისთვის თავის არიდებაში ბრალდების საფუველზე. შარშან, როცა პატიმრობის ვადა უნდა ამოწურულიყო, პროკურატურამ მათ ახალი ბრალდებები წაუყენა. შარშან დეკემბერში გამოტანილი განაჩენით, ხოდორკოვსკისა და ლებედევს 2017 წლამდე მოუწევთ ციხეში დარჩენა. დღეს მოსამართლე ვლადიმირ უსოვმა განაცხადა, რომ საკასაციო საჩივრების განხილვა გადაიდო დამატებითი მასალის გამო, რომელიც დაცვამ წინა დღეს წარმოადგინა.
XS
SM
MD
LG