Accessibility links

პაკისტანი პროტესტს გამოთქვამს ნატოს იერიშის გამო


პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, ორი ჯარისკაცი დაიჭრა ნატოს ვერტმფრენებთან ურთიერთსროლისას. ინციდენტი ავღანეთის საზღვრის მახლობლად, ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში მოხდა. პაკისტანელმა სამხედროებმა ესროლეს ნატოს ვერტმფრენებს, რომლებმაც საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ორი პაკისტანელი ჯარისკაცი დაჭრეს. მაგრამ ნათელი არ არის, გადაკვეთილი ჰქონდათ თუ არა ნატოს ვერტმფრენებს პაკისტანის საზღვარი. პაკისტანის განცხადებით, ნატოსადმი მიმართვაში არმია „მკვეთრ პროტესტს“ გამოთქვამს, აღნიშნავს, რომ ალიანსმა „პაკისტანის საჰაერო სივრცე დაარღვია“ და მოითხოვს ალიანსის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრას. დღეს უფრო ადრე, ნატოს სამხედრო პრესმდივანმა ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ვერტმფრენებს არ გადაუჭრიათ პაკისტანის საზღვარი.
XS
SM
MD
LG