Accessibility links

logo-print

დომინიკ სტროს-კანი „რაიკერს აილენდის“ ციხეში გადაიყვანეს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, დომინიკ სტროს-კანი ნიუ-იორკის ცნობილ „რაიკერს აილენდის“ ციხეში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ უარი თქვა მის თავდებით გათავისუფლებაზე. მოსამართლე მელისა ჯეკსონის განმარტებით, არსებობს საფრთხე, რომ სტროს-კანი, რომელიც შაბათს დააკავეს სექსუალურ ძალადობაში ბრალდების საფუძველზე, შეერთებული შტატებიდან გაიქცევა. „რაიკერს აილენდის“ ციხე გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან არსებობს და მასში მყოფი პატიმრების რიცხვი 11 ათასს აღწევს.
XS
SM
MD
LG