Accessibility links

logo-print

მოსკოვს ეწვია ლიბიის ლიდერის წარმომადგენელთა დელეგაცია


რუსეთმა დღეს ლიბიას მოუწოდა, შეწყვიტოს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი მოსკოვში შეხვდა მუამარ კადაფის წარმომადგენელთა დელეგაციას, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ლიბიას მოუწოდა, დაემორჩილოს გაეროს რეზოლუციებს. მოსკოვი მკაცრად აკრიტიკებს ნატოს ხელმძღვანელობით მიმდინარე საჰაერო ოპერაციებს და აცხადებს, რომ ცდილობს ხელი შეუწყოს კადაფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაზავებას. ლავროვის თქმით, რუსეთს იმედი აქვს, რომ მოსკოვს მალე ეწვევა ლიბიელი მეამბოხეების დელეგაციაც.
XS
SM
MD
LG