Accessibility links

logo-print

ყაზახეთში აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა


ყაზახეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ქალაქ აკტობეში, უშიშროების სამსახურის რეგიონულ შტაბ-ბინასთან აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. აკტობე ჩრდილო-დასავლეთ ყაზახეთში მდებარეობს. გენერალური პროკურატურის პრესმდივნის განცხადებით, აფეთქება ტერაქტი არ ყოფილა და ის მოაწყო კრიმინალური ჯგუფის წევრმა, 25 წლის რახიმჟან მახატოვმა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ეს ინციდენტი ითვლება თვითმკვლელის მიერ მოწყობილ პირველ აფეთქებად ყაზახეთში.
XS
SM
MD
LG