Accessibility links

logo-print

ადვოკატებმა შიმშილობა დაიწყეს პარლამენტთან


საქართველოს პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს ადვოკატებმა, რომელთა საპროტესტო აქცია ხუთ დღეს გასტანს. მათ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს რამდენიმე მოთხოვნით მიმართეს. მოთხოვნებს შორისაა სამართლიანი სასამართლოს უფლება, სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ამავე დანაშაულში მონაწილე მაღალჩინოსნებისა და მოსამართლე გიორგი ჩემიას პასუხისგებაში მიცემა, სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსების ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობა, ადვოკატების დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების გათავისუფლება.
XS
SM
MD
LG