Accessibility links

დოკუ უმაროვი: მთელი რუსეთი „ბრძოლის ველია“


ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამისტი მეამბოხეების ლიდერი, დოკუ უმაროვი აცხადებს, რომ ოსამა ბინ ლადენის სიკვდილი ბოლოს ვერ მოუღებს ძალადობას. მისივე თქმით, მთელი რუსეთი „ბრძოლის ველია“. უმაროვი სათავეში უდგას მოძრაობას, რომელიც მიზნად ასახელებს „კავკასიის საამიროს“ შექმნას, ჩეჩნეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა მუსლიმური რესპუბლიკების გაერთიანებით. ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა მეამბოხეებთან დაახლოებულმა ვებსაიტმა, უმაროვი ამბობს, რომ „ბრძოლის ველია არა მარტო ჩეჩნეთი, ან კავკასიის საამირო, არამედ მთელი რუსეთი“. უმაროვმა იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმებზე რუსეთის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოსკოვის აეროპორტში წელს, იანვარში მოწყობილ აფეთქებაზე, რომელმაც 37 ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG