Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაბედ მეორე ისტორიული ვიზიტით ეწვია ირლანდიას


ელისაბედ მეორე დღეს ირლანდიას ეწვია, რაც ბრიტანეთის მონარქის პირველი ვიზიტია 1921 წელს ირლანდიის მიერ ლონდონისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. დედოფლისა და მისი მეუღლის, პრინც ფილიპის დასაცავად უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ, მობილიზებულია 8500-ზე მეტი ირლანდიელი პოლიციელი. ნაციონალისტები მონარქის ვიზიტის წინააღმდეგ გამოდიან. ორშაბათს გავრცელდა გაფრთხილება აფეთქების შესახებ, რამაც ლონდონში შეშფოთება გამოიწვია. დღეს კი ირლანდიის პოლიციამ განაცხადა, რომ ჯარისკაცებმა წუხელ დუბლინთან გააუვნებელყვეს კუსტარული ბომბი, რომლის შესახებაც პოლიცია ანონიმური სატელეფონო ზარით გააფრთხილეს.
XS
SM
MD
LG