Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზის მამის თქმით, კარლა ბრუნი ორსულადაა


გერმანიის გაზეთ „ბილდი“, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მამის ნათქვამზე დაყრდნობით იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ცოლი, კარლა ბრუნი ორსულადაა. პრეზიდენტი მამის თანახმად, წყვილს არ სულს მომავალი შვილის სქესი წინასწარ იცოდეს, მაგრამ ის თვითონ დარწმუნებულია, რომ ეს იქნება გოგონა და ისეთივე მშვენიერი, როგორც კარლა. თვითონ ბრუნის ერთი ვაჟი ჰყავს, ნიკოლა სარკოზის კი სამი ვაჟი, ორი ადრინდელი ქორწინებიდან.
XS
SM
MD
LG