Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 10 ადამიანი დაიღუპა ნატოს იერიშის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე


ავღანეთში, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა აქციაზე, რომელზეც პროტესტი გამოთქვეს ნატოს რეიდის დროს ოთხი ავღანელის მოკვლის გამო. ნატოს რეიდი წუხელ, ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ტახარის პროვინციაში განხორციელდა და, ადგილობრივი მოსახლეობის და პოლიციის ცნობით, სამოქალაქო პირების სიცოცხლე შეიწირა. ნატო კი ამტკიცებს, რომ ოთხივე პირი, მათ შორის ორი ქალი, შეიარაღებული იყო და ნატოს ძალებისთვის ცეცხლის გახსნას ცდილობდა. ნატოს იერიშის შემდეგ რამდენიმე საათში 1500-მდე ადამიანი შეიკრიბა ტახარის პროვინციის დედაქალაქ ტალოკანში, რასაც მოჰყვა შეტაკება აქციის მონაწილეებსა და უშიშროების ძალებს შორის. დემონსტრანტები ქვებს ესროდნენ ნატოს პოსტს.
XS
SM
MD
LG