Accessibility links

სტროს-კანს მოუწოდებენ, გადადგეს დაკავებული პოსტიდან


დომინიკ სტროს-კანს მოუწოდებენ, გადადგეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტიდან. სტროს-კანი ნიუ-იორკშია დაპატიმრებული მას შემდეგ, რაც ის შაბათს დააკავეს სასტუმროს მოსამსახურე ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდების საფუძველზე. სტროს-კანი ბრალდებას უარყოფს. საფრანგეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ჟან-ფრანსუა კოპმა დღეს განაცხადა, რომ „მომდევნო დღეებში“ უნდა დასახელდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე სტროს-კანის შემცვლელი. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, უილიამ ჰეიგის თქმით, სტროს-კანი „ძალიან რთულ მდგომარეობაშია“ და მოუწევს, გადაწყვეტილება მიიღოს თავის მომავალზე. შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა, ტიმოთი გაიტნერმა კი გამოთქვა მოსაზრება, რომ სტროს-კანი „აშკარად არ არის ისეთ მდგომარეობაში“, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს უხელმძღვანელოს.
XS
SM
MD
LG