Accessibility links

logo-print

საქართველომ და ევროკავშირმა მოლაპარაკების მე-5 რაუნდი დაასრულეს


საქართველომ და ევროკავშირმა ასოციირების შეთანხმების მოსამზადებლად თბილისში დაასრულეს მოლაპარაკების მე-5, დახურული რაუნდი. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის წარმომადგენელმა გუნარ ვიგანდმა ასოციირების შეთანხმება შეადარა გრძელვადიან ქორწინებას, როდესაც მხარეები მზად უნდა იყვნენ ვალდებულებებისთვის. ვიგანდმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დახურულია მომავალი შეთანხმების 27 თავიდან 15, მათ შორის გარემოს დაცვის, სამრეწველო პოლიტიკის, საბანკო სექტორის და მეცნიერების და ტექნოლოგიების საკითხები. გუნარ ვიგანდის განმარტებით, მომავალი მოლაპარაკების საგანია ტრანსპორტი, დასაქმება, სოციალური პოლიტიკა, სასაზღვრო თანამშრომლობა და სახელმწიფო ფინანსების მართვა.
XS
SM
MD
LG